გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: კოპიტნარის სადგურიდან მგზავრთა გადასაყვანად უფასო შატლების დანიშვნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის

6-02-2020

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპიტნარის სარკინიგზო სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლები იმოძრავებს - ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით დამტკიცებულ პროექტზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.  მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტსა და საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურს შორის საგზაო დეპარტამენტი 1,5 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას განახორციელებს, „საქართველოს რკინიგზა კოპიტნარის სადგურს აღადგენს, ხოლო ქუთაისის აეროპორტებსა და კოპიტნარის სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლების მომსახურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი  შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

 

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს კომფორტული შატლები კოპიტნარის სადგურზე, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ მგზავრობა დანიშნულების ადგილზე. „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ჩვენს ტურისტულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და მეტ მნიშვნელობას შესძენს ქუთაისის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზირების ადგილად ყალიბდება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930