6-02-2020
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის და მმართველი გუნდის მოლაპარაკებებზე საუბრობს.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თითს იქნევადა და მმართველ გუნდს ემუქრებოდა, რომ თუ გერმანულ მოდელზე არ შეთანმხდებიან ქვა ქვაზე არ დარჩება.
„როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს კანონპროექტს მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თავად ეუბნება ბოკერიას, რომ მე არ ვარ ორგანო, რომელიც კანონპროექტის კონსტიტუციურობას ამოწმებს. ეს სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ აჩვენა თავისი უცოდინრობა",-განაცხადა თეა წულუკიანმა.