8-03-2018
ამერიკული ჟურნალის, «The American Conservative»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და პირადად მსახურობდა ავღანეთში (ავსტრალიის სამხედრო ძალების შემადგენლობაში), ვრცლად აღწერს და აანალიზებს აშშ-ისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას, მათ შორის ეხება ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობასაც.
როგორც ადამ ვაინშტეინი აღნიშნავს: „ამერიკელი ჯარისკაცები ასევე მსახურობდნენ ნაკლებად ძლიერ მოკავშირეებთან ერთად. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ქართული არმია დადებითად შეაფასეს მისი ენთუზიაზმისა და სიმამაცისთვის, ამავე დროს უკმაყოფილება გამოთქვეს არაკომპეტენტური ჯარისკაცების გამო, რომლებიც საბრძოლო უნარ-ჩვევების გამოცდილების გარეშე იბრძოდნენ. გამოუცდელი ქართველების მაღალი შეფასების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველი სამხედროები თავისუფალნი იყვნენ ვაშინგტონის კონტროლისაგან და ამერიკული საზოგადოებრივი აზრისაგან და ერთგვარი იმუნიტეტით სარგებლობდნენ. მაგრამ [ქართველი ჯარისკაცების მაღალი შეფასების] უფრო ნამდვილ მიზეზს ავღანეთთან მცირე კავშირი აქვს: თბილისი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ საქართველო რუსეთთან შესაძლო კონფლიქტების თვალსაზრისით აშშ-ისგან მხარდაჭერას მოიპოვებდა, ვაშინგტონის სიამაყემ კი აფიქრებინა, რომ ეს ხელს შეუშლიდა მოსკოვის ექსპანსიონისტურ ამბიციებს. მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც გადაინაცვლა მოსკოვის ორბიტისკენ. ვაშინგტონის ზოგადი მიდგომა ავღანეთის მიმართაც ასევე სიმბოლურია: მძევლად იკავებს ავღანეთს პერიფერიული გეოპოლიტიკური საკითხების თვალსაზრისით“-წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge