6-02-2020
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.
შერჩეულ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.
ირაკლი შოთაძის გარდა, ასევე შერჩეული კანიდატები არიან: სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია.
მომდევნო კენჭისყრა ამ 4 კანდიდატს შორის გაიმართება. კენჭისყრა ხვალ, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
საპროკურორო საბჭომ 4 კანდიდატი 15 კაციანი სიიდან შეარჩია.