გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2 სამედიცინო ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა

6-02-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა 2 სამედიცინო ცენტრთან, კერძოდ, შპს „ მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრსა“ და ინდმეწარმე ექიმ ვენეროლოგ - დერმატოლოგთან, გიორგი ტიჟოევთან.

მემორანდუმების მიზანია, ისეთი ერთობლივი სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისკენ.

მემორანდუმების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე; კლინიკები გამოთქვამენ მზადყოფნას, შეღავათიანი პირობებით მოემსახურონ უწყების ბენეფიციართა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს და სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით, უზრუნველყონ მათთვის უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

ორივე სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ძალაში შედის მხარეთა მიერ მათი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

მემორანდუმებს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს „ მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის" დირექტორმა, ლალი პეტაშვილმა და ი/მ ,,გიორგი ტიჟოევი“ ექიმმა დერმატოლოგ-ვენოროლოგმა, გიორგი ტიჟოევმა მოაწერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930