გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთში ონკანებიდან ალკოჰოლშერეული წყალი წამოვიდა

7-02-2020

ორშაბათს, ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე შტატ კერალას ქალაქ ტრისურას მრავალბინიან სახლში, ონკანებიდან ალკოჰოლშერეული წყალი წამოვიდა.

ონკანებიდან წამოსულმა მოყავისფრო ფერის და ალკოჰოლის მძაფრი სუნის მქონე სითხემ გააოცა მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლები. ერთმანეთთან გადამოწმების შემდეგ მათ გაარკვიეს, რომ 18-ივე ოჯახში ერთნაირი მდგომარეობა იყო.
 
შემდგომმა ძიებამ ისინი აქციზური საქონლის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლების კვალზე გაიყვანა.
 
აღმოჩნდა, რომ ბინის გვერდით მდებარე ბარ Rachana-დან ინსპექტორებმა კანონის გვერდის ავლით შეტანილი 6000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ მისი განადგურების უფლება მიიღეს. ინსპექტორებმა ჩათვალეს, რომ ამოღებული სასმელის განადგურებისთვის ტერიტორია არ უნდა ეძებნათ და დრო არ უნდა დაეკარგათ. მათ ბარის კუთვნილ ტერიტორიაზე ამოთხარეს დიდი ორმო, სათითაოდ გახსნეს ყველა ბოთლი და ორმოში ჩაღვარეს 6000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი. ბოთლების გახსნის და სითხის ორმოში ჩაცლის პროცედურა 6 საათი გრძელდებოდა.
 
გარკვეული ხნის შემდეგ ჩაღვრილმა ალკოჰოლურმა სითხემ ორმოდან გრუნტში გაჟონა და იქვე მდებარე იმ ჭაბურღილის წყალს შეერია, რომლიდანაც 18 ოჯახს სასმელი წყალი მიეწოდებოდა.
 
შარში გახვეულმა ინსპექტორებმა თავიანთ თავზე აიღეს ჭის გასუფთავების პრობლემის გადაჭრა, აღუთქვეს ოჯახებს პრობლემის გადაჭრამდე წყლით შეუფერხებელი მომარაგება და სთხოვეს, გაეტანათ უკან საჩივარი.
 
ბინის მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს მათ შეთავაზებაზე და ამჟამად მცდარი ქმედების ჩამდენი ინსპექტორების საქმეზე ძიების პროცესი მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930