გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში მაშველებმა ხანში შესული ქალის ცხედარი იპოვეს

7-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე.

საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031