გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“ - არჩილ კალანდია საქართველოს სამ მოქალაქეზე, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ

7-02-2020

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.


ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.


კალანდიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებთან საელჩო მუდმივ კონტაქტზეა.


„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031