7-02-2020
ონის მუნიციპალიტეტში, ზამთრის სეზონის პარალელურად, სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების წმენდა-მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გზების წმენდის სამუშაოებზე მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირადად ახორციელებს.
ამ დროისთვის სოფელ მრავალძალში შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზამთრის სეზონზე გზების გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ხორციელდება.