7-02-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს, არის თუ არა ეს კორონავირუსის შემთხვევა, ამის დასადგენად მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
გამყრელიძის თქმით, საქართველო ისევ ე.წ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი და ის ღონისძიებები, რაც ტარდება, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.
„დღეს კიდევ არის 2 ჩინეთის მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული და დღესვე იქნება მათზე პასუხი,"- განაცხადა გამყრელიძემ.