გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვედეთის შს მინისტრი: ევროპაში დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოსვლა გაიზარდა და გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის აქტივობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

8-03-2018

შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მორგან იოჰანსონის განცხადებით, მის ქვეყანაში ქურდობასა და მსგავს დანაშაულებს ძირითადად სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ქართველები ჩადიან. 
შვედი მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 
ამის შესახებ იოჰანსონმა ბრიუსელში განაცხდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 
„ჩვენ საქართველოსთან დიალოგი გვინდა. როგორც ვიცი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთში ჩამოდის და ვისაუბრებთ არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე, არამედ საუბარი შეეხება იმ დაჯგუფებების ევროპაში ჩამოსვლას, რომელთა მიზანიც ქურდობაა. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყნის მოქალაქეები: რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შვედეთში იმყოფებიან. გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის აქტივობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. შვედეთში ასეთი ტიპის დანაშაულებს ძირითადად ჩამოსული ხალხი ჩადის. მე შევხვდი საქართველოს ელჩს და მან ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოხატა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირასაც ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება და საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებზე შევთანხმდებით, რათა შვედეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშრომლობა შედეგიანი აღმოჩნდეს.
საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თავშესაფრის მინიჭებაზე თითქმის არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. თითოეული საქმის შესწავლა ხდება, მაგრამ ასევე სწრაფად ხდება იმის დადგენა, რომ რეალურად არაა თავშესაფრის მინიჭების საჭიროება. ჩვენთვის შემაშფოთებელია დანაშაულის მონაცემების იდენტიფიცირება, არ მსმენია ამ პრობლემის გადაჭრას გერმანელები როგორ აპირებენ, მაგრამ ჩვენთვის ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანაშრომლობა მნიშვნელოვანია“- განაცხადა მორგან იოჰანსონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930