გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულის საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად "ევროპული საქართველო" დატოვეს

7-02-2020

მარნეულის საკრებულოს წევრმა ადილ გულბანოვმა ევროპული საქართველო დატოვა.
პარტიული სიით არჩეული დეპუტატის თქმით, მასთან ერთად პარტიას ოცამდე აქტივისტიც ტოვებს. ადილ გულბანოვი გადაწყვეტილების მიზეზს ჯერ არ ასახელებს და ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა ის რომელიმე პარტიას.

გულბანოვის თქმით, იგი საკრებულოში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

„მე ვტოვებ პარტიას და მსურს, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ აღარ ვარ ევროპული საქართველოს წევრი. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ამის გამო დავტოვე პარტია. დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ შეიძლება მომავალში განვაცხადო.“- აცხადებს ადილ გულბანოვი.

„ევროპულ საქართველოს“ პარტიის კიდევ ერთი წევრი - ანარ შარიფოვი ტოვებს.

„მეც მინდა გადაწყვეტილება მივიღო, რომ მეც დავტოვო პარტია. მე მინდა ნაღდად რომ ვიყო დამოუკიდებელი ამჟამად და ხვალ ზეგ რა იქნება და ზუსტად არ ვიცი ან დრო გვიჩვენებს“ - აცხადებს ანარ შარიფოვი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930