გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეზე მუშაობა ყოველწუთიერად მიმდინარეობს

8-03-2018

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დღეებში უნდა მომხდარიყო, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების შინაარს აცდელია. 
ამის შესახებ სუბარმა ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
„ყოველწუთიერი და ყოველდღიური მუშაობა მიდის. ინფორმაცია იყო, რომ კვირის ბოლოს, ამ დღეებში უნდა მომხდარიყო ცხედრის გადმოცემა, თუმცა ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ამ მოლაპარაკებების შინაარსაა აცდელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება. მუშაობა გრძელდება. ზოგადად ძალიან ძნელია, რამე ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ მაშინ, როდესაც მეორე მხარეს გვყავს აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი და ის ადამიანები რომლებიც მისი მმართველობის ქვეშ არიან“- განაცხდა სუბარმა. 
შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031