9-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე სოფელი ლისის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
15 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აგარის, აფხაზეთის, აჭარის, ზაზიშვილის, მარუაშვილის, სარკინეთის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 17 საათამდე კი თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ბარამიძის, ტყიბულის, ჟღენტის, გიორგი ირემაშვილის, ჩარგლის, მაღალაშვილის, ხვანჭკარის, ჟინვალის, ჭოპორტის და ლიახვის ქუჩების მაცხოვრებლები.
გარდა ამისა, 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, სირაძის, შირაქის, შორაპნის, ნათაძის, ხუთწლედის, ეკა ბეჟანიშვილის, ხვინგიას, დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე გაბრიელ სალოსის გამზირის, ნადირაშვილის დააკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 15 საათამდე ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ლერწმის, მალხაზის, მანავის, ამილახვარის და აბრამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 14 საათამდე მელიქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 16 საათამდე ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.