10-02-2020
კონგრესმენი ადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას „ტვიტერის“ საკუთრ გვერდზე ეხმაურება. კონგრესმენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ აფასებს ამ მეგობრობას.
„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ [პარლამენტის] თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხმოება“,-წერს ადამ კინზინგერი.
კონგრესმენი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ერთგულად ემსახურება აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს. მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან.
აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“,-წერს ადამ კინზინგერი.