10-02-2020
პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-ში. - ამის შესახებ პარლამეტის ყოფილმა თავმჯდომარემ იკრაკი კობახიძიემ განაცხადა.
„საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების კონგრესმენების განცხადებები , რომელიც მოჰყვა ამ ვიზიტს და ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ შედგა ძალიან კარგი დისკუსია - დიალოგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთილგანწყობილი , ძალიან პოზიტიური და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“- აცხადებს კობახიძე.