გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩარკვანი სააკაშვილის შტაბზე: რატომ ატყდა ამბავი, ვერ გავიგე -განსაკუთრებული არაფერი უთქვამს

10-02-2020

“კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი TV პირველის ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, გამოეხმაურა, სადაც ის “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე შტაბის შექმნას გულისხმობს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.

“მინდა, საზოგადოებას აუცილებლად შევახსენო, რომ ჯერ შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშია” ფაქტია ხო? არაფერი ამბავი აგვიტეხავს არავის, როდესაც გაფართოებული მაგიდა შეიქმნა. რატომ ატყდა ამბავი ახლა ვერ გავიგე?! არ მესმის?! მიხეილ სააკაშვილს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. ახლაც საარჩევნო ერთობა იქნება.”,-ამბობს ჩარკვიანი.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930