10-02-2020
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპზიციის მნიშვნელოვანია საკითხის მაქსიმალურად ახლოს ყოფნა პროპორციულ არჩევნებთან და შეიძლება, მაჟორიტარული კომპონენტების სიმბოლურად შენარჩუნება განვიხილოთ. თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ მაქვს ჩამოყალიბებული.
მისი თქმით, შეხვედრას „ახალი საქართველო“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს ყველა სუბიექტი დაესწრება.
„ჩვენთვის პრინციპულია ერთი რამ - ჩვენ მანდატებით არ ვვაჭრობთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, დეპუტატების მანდატები 135/15-ზე გადანაწილდეს. კერძოდ, საქართველოს ყველა რეგიონს ეყოლება თითო მაჟორიტარი, ხოლო დანარჩენ 135 დეპუტატს ხალხი პროპორციული სისტემით აირჩევს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.