გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბაღდათის მერმა ორ წელში 45 ათასი ლარის საჩუქარი მიიღო

8-03-2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს. ორგანიზაციის განცხადებით, მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში მოხვდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც ორგანიზაციის განცხადებით, 2016 და 2017 წლებში 45 ათასი ლარის საჩუქარი მიიღო.


"არჩილ გოგსაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით “აქტიური” სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა გახდეს.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის ოდნების ფულადი საჩუქარი მიიღო. 2016 წელს 20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქეს, ხოლო 2017 წელს 25 000 ლარის საჩუქარი ძმისგან მიიღო.


2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძე ორ კომპანიაშია 50 %-იანი წლის მფლობელი, ხოლო ერთ-ერთში დირექტორის პოზიცია უკავია. თუმცა, მისივე ცნობით, კომპანიებს საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „აგუნა” მოქმედი კომპანიაა, და სწორედ მასშია რეგისტრირებული დირექტორად არჩილ გოგსაძე, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მისი ბიზნესპარტნიორი ლევან გოგსაძეა. საყურადღებოა, რომ ლევან გოგსაძეს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის” 37 950 ლარი აქვს შეწირული.


რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ მეორე კომპანიას, შპს „გრანდს”, რეესტრში უკანასკნელი ამონაწერი 2017 წლის 11 მაისში ფიქსირდება, რომლის მიხედვითაც არჩილ გოგსაძე კომპანიის მოქმედი მეწილეა.


ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავალს", -ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.




newpress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930