გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა ჩეხეთის მოქალაქე გადაარჩინეს

10-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, ჩამოწოლილი თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო ტურისტი.


შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.


მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.


ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930