გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ახლაც არასწორი ინფორმაციის შედეგად კეთდება“ - რატი იონათამიშვილი გიგი უგულვათან დაკავშირებით ადამ კინზინგერის განცხადებაზე

11-02-2020

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას.


კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გიგი უგულავას დაკავებაზე, იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან.

 

„ვხედავთ, ცდილობენ, ვისაუბროთ პროცედურის ნაწილზე, ისიც არასწორი ინტერპეტაციით, მაშინ, როცა მთავარი თემა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა. ეს თანხა ეკუთვნის ხალხს და სახელმწიფოს. ცხადია, არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარის გაფლანგვა არავის დარჩება ისე. საზოგადოების ყურადღება გადავიდა პროცედურულ ნაწილზე და მთავარ თემაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის 48 მილიონი ლარის გაფლანგვა.


ვნახეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები მაშინ, როცა ეს არასწორი ინფორმაციის შედეგად კეთდებოდა და ვნახეთ, როგორ შეიცვალა ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით ამ მხრივადაც მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930