გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლო მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვას იწყებს

12-02-2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის რეზო აჭარაძის განცხადებით, რამდენიმე პირის ჩვენების საფუძველზე მტკიცდება, რომ მარიამ ჩოლოიანი ჩართული იყო არასრულწლოვანზე ზემოქმედებაში.

"სხდომაზე განხილული იქნება უშუალოდ მტკიცებულებები, თუ რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ისინი. არასრულწლოვანისათვის იყო შექმნილი ძალიან ცუდი გარემო, ადგილი ჰქონდა არა ერთ მუქარას, იძულებას რომ მიეცა აღიარებითი ჩვენება, რაც დასტურდება, როგორც გარდაცვლილი მშობლის ასევე მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენებებით. გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე მინიმუმ დგინდება რომ მარიამ ჩოლოიანი ჩართული იყო არასრულწლოვანზე ზემოქმედებაში", - განაცხადა რეზო აჭარაძემ.

შეგახსენებ რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 15 წლის მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამცოლოიანი 17 დეკემბერს დააკავა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

არასრლწლოვანი ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან პოლიციელის მხრიდან სავარადო ზეწოლის გამო 11 დეკემბერს გადახტა. მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის კლინიკაში გარდაიცვალა. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930