გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხუხაშვილი: ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მიმართ უფრო აგრესიულია, ვიდრე ივანიშვილის მიმართ

12-02-2020

“მე როგორც ვხედავ, ჩერგოლეიშვილი ბევრად უფრო აგრესიულია სააკაშვილის მიმართ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მიმართ”-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ღამის მთავარში” განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ფიქრობს “ევროპულ საქართველოს” მორჯულებას და კონსტრუქციულ პოზიციაში გადაყვანას.

“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ჯიუტი ადამიანია, სიჯიუტე ალბათ, შეინარჩუნა ახალმა ბიძინა ივანიშვილმა. რაღაცეები ხომ დაიტოვა, მთლიანად ხომ არ შეიცვალა? რაღაცას რომ აიკვიატებს, ბოლომდე უნდა მისი გატანა. არ გამოვრიცხავ, სამომავლოდ, კიდევ ფიქრობს რომ “ევროპულ საქართველოს” მოარჯულებს და კონსტრუქციულ პოზიციაში გადაიყვანს.

გიგი უგულავა მისთვის იქნებოდა სერიოზული ხელშემშლელი. მას ურჩევნია, წინა პლანზე ამ პარტიაში გამოვიდეს, დავუშვათ ბოკერია, მისი მეუღლე აქტიურობს ხოლმე.

აქ, მათრახის და თაფლაკვერას პრინციპით, ერთის მხრივ, აღძვრეს საქმე უგულავაზე, მორმე მხრივ, აქვთ იმის იმედი რომ უგულავას ნეიტრალიზაციის შემდეგ, გამომდინარე იქიდან რომ მე როგორც ვხედავ, ჩერგოლეიშვილი ბევრად უფროა აგრესიულია სააკაშვილის მიმართ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ივანიშვილი თეორიულად კიდევ განიხილავს ისეთ განვითარებას, სადაც ამ პრტიას, თუ რაღაცნაირად კოსნტუქრიულ ოპოზიციად აქცევს და დააპირისპირებს სააკაშვილს. ყველაფერს აურევს და დაშლის. რამდენად გამოსვლადია ეს თამაში სხვა საკითხია “,-ამბობს ხუხაშვილი.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930