გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დღევანდელი გარემოებები არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას“ - კარლ ჰარცელი ოპოზიციის და მმართველი გუნდის დიალოგზე

12-02-2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ვეცდებით, ვიპოვოთ რაიმე შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს.


მან ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხზე.


​​„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განმეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავასთან დაკავშირებით. გარემოებები, რომელიც ვახსენე, არ უწყობს ხელს იმ ატმოსფეროს, რომელიც არსებობს და არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად.


ბევრი პოლიტიკოსის გაცხადება მოვისმინეთ ევროპიდან. ველოდები, რომ რამდენიმე საათში იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც. აქედან გამომდინარე, დაკვირვება ამ საკითხებზე იქნება ინტენსიური.


ეს ხელს არ უწყობს დიალოგის წარმოებას და მოგეხსენებათ, დიალოგისთვისაც არ არის დიდი დრო დარჩენილი. არ არის მარტივად საქმე. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მცდელობას, მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები. ვეცდებით, ვიპოვოთ რაიმე შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ დიალოგის განახლება. დიალოგის მცდელობას ვახორციელებ კოლეგებთან ერთად – ეს არის აშშ, ევროპის საბჭო და გერმანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031