გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილი სპეციალურად ქმნის გარემოს, რომ ოპოზიცია ამოაგდოს კონსტიტუციური სივრციდან და კიდევ ერთხელ გამოადგეს სააკაშვილი მტრის ხატად

12-02-2020

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი განზრახ ქმნის აუტანელ გარემოს, რათა ოპოზიცია აიძულოს და გამოიყვანოს კანონიერი ჩარჩოდან. როგორც ბერძენიშვილმა განმარტა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც უშლიდა ივანიშვილი ხელს აშშ-ის ელჩის დანიშვნას.


„აშშ-ის ელჩს პირველი შეხვედრა ჩაუშალა ფაქტობრივად და კიდევ ოპოზიციამ გადაურჩინა. ხათუნა სამნიძე მივიდა ცოტათი ადრე და გაცნობისას უთხრა, რომ ასეთი ვითარება იყო ქვეყანაში. ელჩი არის მაღალი კვალიფიკაციის და ვითარება შეიცვლება, ივანიშვილი იმდენად არაადეკვატურია, რომ ელჩი არ დაანიშნინა რამდენი ხნის განმავლობაში. მას უნდოდა, რომ ვერ ყოფილიყო საელჩოს გავლენა საზოგადოებაზე დიდი. ცოტა ხნის წინ გადავამოწმე, რომ 20 ივნისის მსხვერპლი, თვალებდათხრილი კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა და მეორე აქციაზე, არ არის დაზარალებულად ცნობილი. ამ ვითარებაში ივანიშვილი სპეციალურად ქმნის გარემოს, რომ ოპოზიცია ამოაგდოს კონსტიტუციური სივრციდან და კიდევ ერთხელ გამოადგეს სააკაშვილი მტრის ხატად“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი „ფორმულას“ ერთ-ერთ გადაცემაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031