მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, სიტუაციის დასაწყნარებლად ნაბიჯები გადადგას.
"მას შემდეგ, რაც, პროპორციული არჩევნების თემა ჩავარდა, ოპოზიციის პოზიციები არის გაძლიერებული, ხელისუფლების პოზიციები - შესუსტებული.
საკმაოდ დაძაბული, არაორდინალური ვითარებაა. პირველ რიგში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ყველა სიტუაციაზე, რადგან მას აქვს ნდობის მანდატი ხალხისგან და ვალდებულია, უხელმძღვანელოს ქვეყანაში, როგორც პოლიტიკურ პროცესებს, ასევე სხვა ტიპის პროცესებს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ სიტუაცია დაწყნარდეს", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს. დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციურ პარტიებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.