გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში არ გამოცხადდა

12-02-2020

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში არ გამოცხადდა.


მარიანა ჩოლოიანმა ქალთა მე-5 სპეციალური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესს ვერ დაესწრებოდა და სურს სხდომა მის გარეშე ჩაატარონ.


მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება მარიანა ჩოლოიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.


ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.


interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031