გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

12-02-2020

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს, სადაც ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობენ.

 

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ვმართავთ ორმხრივ შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან, სადაც ვსაუბრობთ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციაზე, ჩვენს ამბიციურ, დემოკრატიულ დღის წესრიგზე და თავისთავად, ყველა იმ საკითხზე, რაც წარმოადგენს დაინტერესების სფეროს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით.

 

კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

 

სხდომაზე მოხსენებით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, შინაგან საქმეთა სამინიტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო გახარია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიქტორია ბაიკოვა.

 

„სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში და სხვადასხვა სფეროებში იმპლემენტაციის პროგრესი. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაბამისი ინფორმაცია გაუზიარონ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, სხდომაზე, განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930