12-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებტან. მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე, ამ დროისთვის სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.
შეხვედრაზე განიხილეს,ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სოფლამდე მისასვლელი და შიდა სასოფლო გზების მდგომარეობა, გარე განათების და სასმელი წყალთან დაკავშირებით არსებული პრობლემების საკითხები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის-ემზარ საბანაძის განცხადებით-თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს და მერის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხიტ გაწეულ სამუშაოს გაეწევა მონიტორინგი,რის მიხედვითაც შეფასდება თითოეული წარმომადგენლის საქმიანობის ეფექტურობა თავიანთ თემებში და მონიტორინგის შედეგების მიხედვით გაიცემა შესაბამისი მითითებები სასურველი შედეგის მისაღწევად.
მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მირანდა მეტრეველმა მოუწოდა წარმომადგენლებს თავიანთ ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ყველა ოჯახთან ქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რათა ადგილობრივი მცხოვრებლების ნებისმიერი პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყოს მერიის შესაბამისი სამსახური და შეძლებისდაგვარად იმოქმედოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
თათბირზე ასევე ისაუბრა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ლობჯანიძემ , რომელმაც განაცხადა, რომ წარმომადგენელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა გაიროს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად , რომ შემდეგ საბოლოო ვარიანტი გაიტანონ საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს "ონის სერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.