12-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი 2020“ მონაწილე მოსწავლეებს, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მათ.
დღევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "ონის ეტალონი მოსწავლე 2020 “ ონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლევან რაზმაძე გახდა.
ღონისძიებაზე გოჩა ტყეშელაშვილმა „2019 სასწავლო წლის „ონის ეტალონ მოსწავლეს“, ნიკოლოზ ორდინიძეს გამარჯვება მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
2020 წლის "ეტალონი"გამარჯვებული მოსწავლე ლევან რაზმაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.