გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

12-02-2020

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის, მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ცი­ენ­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაგ­როვ­და. მათ ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ომ­ბუდსმენს, ასი­და შაკ­რილს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ მკურ­ნა­ლო­ბენ.


abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სკან­და­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად არის ატე­ხი­ლი, ვი­ნა­ი­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ შე­უ­წყვი­ტავთ.


რო­გორც 5 თე­ბერ­ვალს ე.წ. ომ­ბუდსმენ­მა შაკ­რილ­მა გა­ნა­ცხა­და, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა ოჯა­ხის წევ­რებს მი­მარ­თეს, რათა მათ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ წა­ეყ­ვა­ნათ. ექი­მე­ბის მი­მარ­თვის მი­ზე­ზი, ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ყო­ველ­გვა­რი და­ფი­ნან­სე­ბის არ არ­სე­ბო­ბა გახ­და. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს და, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტებს ვერც მკურ­ნა­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ექი­მე­ბის თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. 2019 წელს პა­ცი­ენ­ტებს 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.


"და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლია და ომ­ბუდსმენს ხში­რად იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რათა შე­ა­მოწ­მოს, რა ვი­თა­რე­ბაა შიგ­ნით და რამ­დე­ნად ირ­ღვე­ვა პა­ცი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, რო­დე­საც იქა­უ­რო­ბა ვნა­ხე, ეს ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სად და რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ცა­რი­ე­ლი იყო. მთა­ვა­რი ექი­მი წუხ­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ", - წერს შაკ­რი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, არას­ტა­ბი­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, არა­მედ მათ არას­რულსფა­სო­ვან კვე­ბა­ზეც აი­სა­ხება.­


ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930