12-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ბოგდან ხმელნიცკის, ემზარ სულაქველიძის, პაატა ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, ჭირნახულის, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, ჯუმბერ ლეჟავას, დუტუ მეგრელის, ისნის, ურბნისის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩებისმაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის, თეთრი ტბის, ომარ ხიზანიშვილის, გიორგი ბაბილოძის, ზაქარია მაისურაძის, ვეკუას და ბადრი კობახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენრგიას ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლები.