12-02-2020
„ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვს, ბრუსელში და ვაშინგტონში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩამოვიდნენ და ხალხს ესაუბრონ, გააცნონ წინასაარჩევნო პროგრამა და წარუდგინონ ლიდერები“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.