გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ენდრიუ ჯეფორდი: ქართული ღვინო ჩემთვის აღმოჩენაა

13-02-2020

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. VinExpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და მასზე საქართველო 2015 წლიდანაა წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებითვის ჩაატარა.

“30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8-ათასწლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები” – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.

აღნიშნული პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინოს" ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930