13-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია დიალოგს დათანხმდება თუ მოლაპარაკების პროცესი ოქრუაშვილის საკანში, ან უგულავას საკანში გაიმართება.
„ვინ და რატომ უნდა დავთანხმდეთ დიალოგზე ადამიანს, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან. მე არ მისაუბრია ჩემ კოლეგებთან, მაგრამ დიალოგს მე დავთანხმდებოდი ერთადერთ შემთხვევაში - მთელმა საზოგადოებამ რომ კარგად დაინახოს, ამ შეხვედრას დავთანხმდებოდი ერთადერთ შემთხვევაში, რომ მოლაპარაკების პროცესი ან ირაკლი ოქრუაშვილის საკანში, ან გიგი უგულავას საკანში გაიმართოს. იქ მოვიდნენ ელჩებიც.
გიგი უგულავაზე კიდევ ვისაუბრებთ და მთელი თავისუფალი სამყაროც ძალიან დიდხანს ილაპარაკებს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილიც არ მინდა დავივიწყოთ. მინდა ვკითხო საზოგადოებას, რის გამო ზის ირაკლი ოქრუაშვილი? ერთი მტკიცებულება თუ მაინც არსებობს? უბრალოდ არ არსებობს. აი ახლა ნებისმიერი თქვენ ან თქვენი ოპერატორი რომ გაგასახლონ და “მატროსოვის” ციხეში შეასახლონ, იგივე ხდება ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც, ვერც იარსებებს“ - განაცხადა ნიკა მელიამ