13-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ასეთი მისია არ შეიქმნება.
„ირაკლი კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს, მართლმსაჯულების სისტემა ერევათ საზოგადოებასთან ურთიერთობების საქმეში და ჰგონიათ, რომ ახლა შესთავაზებენ ევროპარლამენტს რაღაც ჯგუფის შექმნას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიქმნება, რადგან ასეთი ფორმატი ინსტიტუციურადაც არ არსებობს ევროპარლამენტში. ამასობაში გავა ძალიან ბევრი დრო და ისინი შექმნიან ილუზიას, რომ ქართულ ოცნებას რაღაც პოზიცია აქვს ღიაობის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა.