გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: ევროპარლამენტში უაღრესად დადებითი განწყობა საქართველოს მიმართ კრიტიკულმა განწყობამ ჩაანაცვლა

13-02-2020

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ გული მწყდება, რომ უაღრესად დადებითი განწყობა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკულმა განწყობამ ჩაანაცვლა.


„საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ნიშნავს, რომ ჩვენ მყარ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ეს პროცესი ისედაც უამრავ სირთულეს შეიცავს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, აქვს უსაფრთხოებასთან, სუვერენიტეტის შელახვასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.


საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, დამატებითი დაბრკოლებების გაჩენის ფუფუნება არ გვაქვს. ევროპულ ინსტიტუტებში, ჩვენი პარტნიორების ნდობის მოპოვებას ბევრი ძალისხმევა და ენერგია დავახარჯეთ. საქართველო უპირობო ლიდერად და წარმატების მაგალითად იყო აღიარებული, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეარყია ნდობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. გული მწყდება, რომ უაღრესად დადებითი განწყობა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკულმა განწყობამ ჩაანაცვლა.


საწყენია, რომ შრომით და რეფორმებით მოპოვებული ძალისხმევა საეჭვო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უბრალოდ იკარგება და ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის სახელი და რეპუტაცია“, - განაცახადა ხულორდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930