გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარალამენტარი: 2020 წლის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვის და განსაზღვრავს თქვენს მომავალს

13-02-2020

ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ ევროგაერთიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება. 


ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს. 


​„ფაქტების შემსწავლელ მისიაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ინიციატივა ქართულმა მხარემ დღეს გაგვაცნო. რა თქმა უნდა მას კარგად გავეცნობით. როგორც იცით საქართველოში ისედაც მიდის მისია მომხსენებელი სვენ მიქსერის ხელმძღვანელობით, რომელმაც საქართველოზე ზოგადი მოხსენება უნდა მოამზადოს. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა გამოიარა ევროკავშირში გაერთიანებამდე და მას შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ კეთილდღეობით, რაც ევროკავშირის წევრობას მოსდევს. თუმცა, როდესაც მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით, რა თქმა უნდა გვაქვს იმედგაცრუებაც. საარჩევნო სისტემის ჩაგდება ეს იმედგაცრუება იყო არა ევროპარლამენტისთვის არამედ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას იპოვონ ორმხრივ მისაღები გადაწყვეტილება. ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვის და განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებსა და ინტეგრაციის საკითხს. სწორედ ამიტომ ჩემი გზავნილი ორივე მხარეს ეხება, გთხოვთ ერთად დადექით, ერთმანეთს ესაუბრეთ, საქმე აქ პარტიებს კი არა თქვენი პარტიების მომავალს ეხება“, - განაცხადა კალიურანდი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930