13-02-2020
გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და გამოტანილ განაჩენს უამრავი სპეკუალცია, განცხადებები, გაუგობრება, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ევროპარლამენტარებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.
„ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მოლოდ მას მერე, რაც გაკეთდება კომპეტენტური დასკვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას.
ეს იწევევს დამატებით შეკითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, რაც ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება გახდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი მისიის ჩამოსვლა ჩვენთვის, თქვენთვის, საზოგადიებისათვის იქნება მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.