გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი უგულავას საქმეზე: მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე -მეორეს

13-02-2020

"მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს საქართველოში ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახვა, თუ რა ხდება იქ, რადგან ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე - მეორეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა კრისტიან პერეშიმ "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტს არ აქვს უფლება, გიგი უგულავას საქმის არსში ჩაიხედოს, ისინი საკითხს ზოგადად შეისწავლიან.

"კარგია, თუ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს მივცემთ საშუალებას, რომ თავად გაეცნონ ვითარებას. თუმცა ორი საკითხია, ჯერ არ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ დელეგაციას შეუერთდება, პირადად მე ვისურვებდი მისი ნაწილი ვიყო, მაინტერესებს ეს კონკეტული საკითხი. მართალია ევროპარლმენტს არ აქვს უფლება, ჩაიხედოს საქმის არსში, ეს ქართული სამართლებრივი სისტემის პრეროგატივაა, თუმცა ევროპარლამენტარები ჩამოვლენ და ზოგადად შეისწავლიან საკითხს. ვფიქრობ, ეს საქმეს დაეხმარება. თუ მისია რაიმე პრობლემურს იპოვის, გამოთქვამს კიდეც თავის წუხილს, თუ არა და ფაქტი, ფაქტად დარჩება", - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930