გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას

13-02-2020

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას.


როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.


მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც იქნება წარმატებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930