გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე რუსული დელეგაციის ვიზიტზე: უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო ვალდებულებებიც შესრულდეს და საქართველოს კანონმდებლობაც არ დაირღვეს

14-02-2020

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველომ არსებული კანონმდებლობით და მეორე მხრივ საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს.


მისი თქმით, ჯერ არ არის გარკვეული, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას და ამიტომ ვიზიტზე საუბარი ნაადრევია. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის არ მართავს კონსულტაციებს და დამატებითი ინფორმაციისთვის საგარეო უწყებას უნდა მივმართოთ. 


რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930