უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 14-დან გზავნილების მოცულობა 5%-ით მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა და მისი წილი 21%-ს ჩამოსცდა, მაშინ როცა ევროკავსირის წილი 42%-მდე გაიზარდა. 20%-იანი ზრდა ფიქსირდება იტალიიდან, 25%-იანი გერმანიიდან, მთლიანად ევროკავსირიდან 16%-იანი ზრდა, ხოლო შეერთებული შტატებიდან 19%-იანი ზრდა.
2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.