გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი მხარდაჭერა, ძირითადად, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს  

14-02-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სტრასბურგში რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეკლარაციის საკითხი რა თქმა უნდა ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს.


„მეგობრებთან და პარტნიორებთან ვაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერ საკითხზე. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შევხდებით არჩევნებში. ვინაიდან საარჩევნო წელია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმუშაოთ მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. 


მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი იქნებოდა დაძაბული. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი, ან დაბალი მხარდაჭერა, ძირითადად, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს.


მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პირველ რიგში არის ჩვენი საზოგადოება და ბუნებრივია, ავუხსნით მოქალაქეებს, რას ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ყველაზე პოზიტიურ ჭრილში გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ოპოზიციას კი ველოდებით არჩევნებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930