გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა მიმდინარეობს

14-02-2020

სოფელ ხოვლეში, გრძელდება საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს.


შენობა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი თანამედროვე სტანდარტებით შენდება. სკოლას ექნება 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და ღია მინი სპორტული მოედანი. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება.


ხოვლეს საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სწავლება ორცვლიანია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ხუციშვილმა.


კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროსა და წინარეხშიც მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930