გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ კარგს არაფერს აღმოაჩენს ის კომისია

14-02-2020


პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ კარგს არაფერს აღმოაჩენს ის კომისია.


მისივე თქმით,  ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.


„მე უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ კარგს არაფერს აღმოაჩენს ის კომისია. კომისია ნახავს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში უკვე დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930