14-02-2020
„ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი კონგრესმენების უმწვავეს გზავნილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერცერთი კონგრესმენი და ევროპარლამენტარი მას ვერ ასწავლის იმ რეალობას რაც საქართველოშია.
„ვაგრძელებთ, რომ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ ადგილზე რა ხდება, ჩვენს რეალობაში, ვერცერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უფრო მეტად ინფორმირებული ვიდრე ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით არსებული რეალობა. ვერცერთი კონგრესმენი, ვერცერთი ევროპარალმანეტარი ვერ დამიმტკიცებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც მე მიწევს ცხოვრება, გამოწვევებს და პრობლემებს"- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.