გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო ბანკის 2010 წლის კვლევით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 12, 2% იყო და 2017 წლისათვის ეს ციფრი 5%-მდე შემცირდა

14-02-2020

„მე არაერთხელ მითხოვია კოლეგებისთვის, რომ სოციალური თემატიკა არ გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის, მაგრამ ეს თემა არ ჩამოდის პოლიტიკური დახლიდან და ოპოზიციის მხრიდან ხშირად ხდება სიტუაციის დამძიმება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ტ/კ „იმედის“ ტელეეთერში. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებების ძალიან დიდ ნაწილში წარმოდგენილი ციფრები რეალობას სცდება.

„თუნდაც ის, რომ თითქოს 77 000 ბავშვი შიმშილობს, ჯერ ერთი, აქ შიმშილის დეფინიციაა არასწორად და საუბარია არასრულფასოვან კვებაზე. მცდარია ასევე, რომ თითქოს წელიწადში 300 ბავშვი შიმშილის გამო იღუპება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ბავშვი შიმშილის გამო დაღუპულიყო. თუმცა მონაცემი 77 000 ბავშვის შესახებ არის ძველი, კერძოდ, 2011 წლის მონაცემი. იუნისეფის მონაცემებით, სიღარიბე ბავშვებში შემცირებულია 20 000-ით. მსოფლიო ბანკის 2010 წლის კვლევით,ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 12, 2% იყო და 2017 წლისათვის ეს ციფრი 5%-მდე შემცირდა.

დიმიტრი ხუნდაძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში შემცირებულია.

„საბედნიეროდ, 2011 წლის შემდეგ 2018 წლამდე იზრდება სიცოცხლის ხანგრძლიობა და აქ, რა თქმა უნდა, დიდი დამსახურებაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანას ადრე უფრო ნაკლები ადამიანი ტოვებდა, ვიდრე დღეს ტოვებს. აბსოლუტურად საპირისპირო მონაცემებს წარმოგიდგენთ: ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყანას ტოვებდა 2009, 2010, 2011 წლებში და ეს მაჩვენებელი სამნიშნა ციფრი იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები რაოდენობის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა 2015, 2016 და 2017 წლებში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930