გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: არცერთ დემოკრატიაში არ მოხდება, რომ სისტემურ და მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებელ პარტიას დაბრუნების პრეტენზია და შანსი ჰქონდეს

15-02-2020

„არცერთ დემოკრატიულ სისტემაში, არ მოხდება და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებში მხილებულ და სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელ პოლიტიკური პარტიას კიდევ პრეტენზია ჰქონოდა ხელისუფლებაში დაბრუნების“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა იცის, რომ მას ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებს.

„იქ ცდილობენ, რომ ამის კომპენსაცია გააკეთონ და ქართველ ხალხს ეუბნებიან ტყუილებს, რომ აშშ ჩამოვა, შეცვლის მთავრობას და ჩვენ მოვალთ. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოვისმინე ვერცერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რომ ისინი ერთ რომელიმე სისტემას უწევენ რეკომენდაციას. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ვიცით, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, ვიცით, რომ თქვენ გაქვთ მხარდაჭერა ქვეყანაში და მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი უზრუნველყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930