16-02-2020
გუშინ გვიან ღამით გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 23 წლის ცოლს ოჯახის წევრების თვალწინ ყელი გამოჭრა და მიიმალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ცნობილია რომ ბოლო დროს ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობნენ.
როგორც შშს – ში “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.